საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შიდა ქართლის მასშტაბით 12 გამოძახება შევიდა

მაისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უამინდობის გამო შიდა ქართლის რეგიონიდან, გამოძახება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რადიო "მოზაიკას" აცნობა, ძლიერმა ქარმა ზოგიერთ სოფელში ხეები წააქცია, ზოგგან კი სახლებს სახურავები ახადა.

"რეგიონის მასშტაბით 12 გამოძახება იყო. დაშავებული არავინაა, თუმცა ზოგიერთ სოფელში ქარმა ხეები წააქცია, ზოგგან სახურავები ახადა სახლებს. ასევე ზოგიერთ სოფელში ცაწყვეტილია ელექტროგადამცემი სადენები. იყო შემთხვევა, როდესაც გზა იყო ჩახერგილი. ყველა გამოძახებაზე ჩვენგან მოხდა რეაგირება", - განაცხადეს უწყებაში.

Read 746 times Last modified on Last modified on მაისი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი