აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2 დღის წინ მომხდარმა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები და გორის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დატოვა.
ადმინისტრაციული შენობის წინ 100 - ზე მეტი ადამიანი შეკრებილი. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვენ კომპენსაციის მიღების თაობაზე.