გორის დემოკრატიის სკოლაში ანა დოლიძის ლექცია მიმდინარეობს
გორის დემოკრატიის სკოლაში, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ლექციას მართავს.
სკოლის ამჟამინდელი მონაწილეები და კურსდამთავრებულები ისმენენ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს სტრუქტურის და სასამართლო სისტემის შესახებ.
"იუსტიციის საბჭოს მდივანი 2013 წელს გახდა მურუსიძე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროს მოხდა ჩუმი კონტრ-რევოლუცია. პოლიტიკური ნების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ხელისუფლების მოტივაცია იყო თავის არატკიება სასამართლო საკითხებით. სასამართლოს მდგომარეობა უდაოდ გამოსწორებულია, თუ ადრე საქმეების 60% კონტროლდებოდა და 40 იყო მიშვებული , დღეს 20% დარჩა საქმეების, რომელიც ზემოდან კონტროლდება, მიუხედავად ამისა, მურუსიძის უვადოდ დანიშვნა პრობლემაა", - ამბობს ანა დოლიძე.
ანა დოლიძე 2016-2018 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მანამდე კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.