Back to Top
სამშაბათი, 28 მაისი 2019 12:32

გორის მერიამ მივლინებებში ოთხ თვეში 11 214 ლარი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გორის მერიამ მივლინებებში 11 214 ლარი დახარჯა, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან აცნობეს.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა შიდა და გარე მივლინებებს მოიცავს.

შედარებისთვის, გასული წლის პირველ კვარტალში გორის მერი მივლინებაში ორჯერ იმყოფებოდა - 2018 წლის თებერვალში გორის მერი თურქეთში, საფეხბურთო კლუბ "დილას" მიწვევით ჩავიდა. თუმცა სამივლინებო ხარჯები გორის მერიის მიერ არ ანაზღაურებულა; მეორე მივლინება ერთი წლის წინ ესპანეთში ჰქონდა. 25 მაისს ის საზღვარგარეთ 7 დღით იმყოფებოდა. მივლინებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ 273.94 ლარი გადაიხადა.

Read 496 times