მსოფლიო ჩემპიონმა ხიდისთავში მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტი ჩაუტანა

მაისი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მეგობრები სიკეთისთვის" - ასე ჰქვია ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკია.

თანამოაზრეთა გუნდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ გერლიანების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და საკვები პროდუქტი ჩაუტანა, - ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აღნიშნული გაერთიანების ფბ-გვერდზე აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული. მანამდე კი გიორგი კანდელაკი მეგობრებთნ ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებაშიც იმყოფებოდა.

"ნურასდროს დაიზარებ სიკეთის კეთებას, ეს ყველაზე ტკბილი მოვალეობაა, რაც ყოველდღე შეიძლება დაუწესო საკუთარ თავს, რადგან სიკეთე აბედნიერებს, როგორც სიკეთის მქნელს, ასევე მის მიმღებს", - წერია აღნიშნული ჯგუფის ფბ გვერდზე.

Read 2179 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი