Back to Top
სამშაბათი, 28 მაისი 2019 17:05

ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

Rate this item
(0 votes)

29 მაისი ცხინვალში უქმე დღედ გამოცხადდა. მიზეზი ე.წ რესპუიბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაა, რის გამოც, ხვალ ე.წ. საჯარო სამსახურები არ იმუშავებენ, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო რესი იუწყება. 

"რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის შედგენიდან 27-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 29 მაისი გამოცხადდა არასამუშაო დღედ, რის გამოც საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთი დღით დაისვენებენ, ხუთშაბათიდან კი ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ მუშაობას", - წერს საინფორმაციო სააგენტო "რესი" ე.წ. რეპუბლიკის მთავრობაზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, ე.წ. უზენაესმა საბჭომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1992 წლის 29 მაისს მიიღო.

Read 602 times