Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 01 მარტი 2018 16:55

ქართულმა მხარემ ერგნეთში შეხვედრა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა

Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 85-ე შეხვედრა ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. მთავარი გასახილველი თემა არჩილ ტატუნაშილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი იყო. სუს-ის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრა გაგრძელდება მაშინ, როცა დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისაგან მკაფიო პასუხები გაჟღერდება.


„ორი მთავარი საკითხი იყო განსახილველი. პირველი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და მეორე, საქართველოს მოქალქეების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. შეხვედრა შეიძლება ითქვას რომ უშედეგოდ მიმდინარეობდა. და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეწყვტა შეხვედრა. ჩვენ აღარ გავაგრძელებთ 85-ე შეხვედრას, სანამ არ მოხდება ცხედრის გადმოცემა და ორი მოქალაქის გამოშვება ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან“. შეხვედრა გაგრძელდება მაშინ, როცა მივიღებთ მკაფიო პასუხებს -განაცხადა ქემოკლიძემ

Read 1393 times Last modified on ხუთშაბათი, 01 მარტი 2018 17:04