Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 28 მაისი 2019 21:49

200 ლარი ზღვაში წვეთია - სეტყვისგან დაზარალებულთა ნაწილი მინისტრის შეთავაზებით უკმაყოფილოა

Rate this item
(0 votes)


სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც სეტყვისგან დაზარალებულების ნაწილი ამბობს, ხელისუფლებისგან შეთავაზებული დახმარება არასაკმარისია.

"200 ლარი არის ზღვაში წვეთი", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ანზორ ჩალაურმა. ის ქერეში ცხოვრობს.

"ამოვიდნენ და ნახონ, 200 ლარი არაფერი გაგვიხდება", - ამბობს ტყვიავში მცხოვრები იაკობ ქარელი.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, მათი უკმაყოფილების საპასუხოდ განმარტავს, რომ სახელმწიფოს მეტი ფინანსების გაღება, ზარალის ასანაზღაურებლად, არ შეუძლია.

ამავე თემაზე: დაპირებები, რომლებიც მინისტრმა სეტყვისგან დაზარალებულებს მისცა

Read 908 times