ნიქოზში ხელოვნური მოედნის მოწყობას მერია წელს აღარ გეგმავს

მაისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წელს აღარ მოხდება, - ამის შესახებ რადიო "მიოზაიკას" მერიის პრეს-სამსახურმა აცნობა.

სხვა მოლოდინი ჰქონდათ ნიქოზელებს, რომლებმაც გორის მერიისგან 2019 წლის 11 აპრილს ოფიციალური წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხელოვნურ-საფარიანი მოედნის მოწყობას მათ სოფელში მიმდინარე წელს გეგმავდა. 

"2019 წლის ბიუჯეტში ჩასმულია სოფელ ნიქოზში არსებული ხელოვნური მოედანის რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე, მაისი ბოლოს, ივნისის დასაწყისში დაიწყება მოედნის აღდგენა", - ვკითხულობთ წერილში, რომელიც მერიამ ერთ-ერთ ადგილობრივს გაუგზავნა. 

mowyoba-reabilitacia niqozi

ნიქოზში მცხოვრებლების ნაწილის ინფორმაციით, მოედნის მოწყობისთვის გათვალისწინებული თანხით მერია საბავშვო ბაღის გაფართოებას აპირებს. 

Read 246 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი