Back to Top
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 15:01

გორის მუნიციპალიტეტში ოსურ ენას უფასოდ შეასწავლიან

Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თბილისსა და გორში ოსურ ენას უფასოდ შეასწავლიან.

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის დაინტერესებულ პირებს დეტალების გარკვევა აღნიშნულ ადმინისტრაციაში შეუძლიათ, სწავლის დაწყება კი პირველ ოქტომბრიდან იგეგმება.

"ოსური ენის გაკვეთილებს კვალიფიციური პედაგოგები ჩაატარებენ. სწავლა იქნება უფასო და ვისაც სურვილი აქვს ეს ენა იცოდეს, ან ცოდნა გაიღრმაოს, ამ პროგრამის ფარგლებში მათ შესაბამისი პირობები ექნებათ.

სწავლა გაგრძელდება ოქტომბრიდან მაისამდე, ასაკი შეზღუდული არ არის, ჩვენი მხრიდან პირველი მცდელობაა. იმედი გვაქვს, მსურველები იქნებიან", - უთხრა რადიო მოზაიკას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიის განათლების სამსახურის წარმომადგენელმა, სოსო ცოტნიაშვილმა

როგორც ირკვევა, გორის მუნიციპალიტეტში პროგრამისთვის ისეთი დასახლებები იქნება შერჩეული, სადაც გარკვეულ ნაწილს ეთნიკურად ოსები შეადგენენ.

Read 776 times