Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 21:54

სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებით გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლა დროებით შეწყდა

Rate this item
(0 votes)

გორის მე - 3, მე - 13 და მე -15 საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს დროებით ვერ მიიღებს.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიის განათლების განყოფილებაში დაუდასტურეს.

მიზეზი კი ბაღების სამზარეულოების სარემონტო სამუშაოებია, რომელიც გორის მერიას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსთხოვა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, შეფერხება მაქსიმუმ ერთ კვირას გასტანს.

"ეს არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. სურსათის უვნებლობის მითითებაზე, ტენდერი გამოცხადდა და რამოდენიმე ბაღში თითო კვირიანი, მაქსიმუმ, რემონტი განხორციელდება სამზარეულოებში", - უთხრა რადიო მოზაიკას ლია კოვზიაშვილმა

განათლების განყოფილების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამუშაოების განხორციელების ვადებს თავად განსაზღვრავს და რემონტი არდადეგების თვის ვერ გადაიდებოდა

განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები საჭიროების შესაბამისად სხვა ბაღებშიც ეტაპობრივად ჩატარდება

Read 1568 times