Print this page

 მელიორაციის სამსახური გორის მუნიციპალიტეტში სატუმბ სადგურებს არემონტებს

მაისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მეღვრეკისისა და არბო-დიცის სატუმბ სადგურებს რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის ცნობით, ​რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის კუთხით მიმართული პროექტების ფარგლებში გარემონტდება ელექტრომომარაგების შენობები და განახლდება სადგურის ელექტრო სისტემა. ასევე დამონტაჟდება ტუმბო-აგრეგატები.

სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 840 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, ხვითის სატუმბი სადგურის რემონტს, დამხმარე შენობა-ნაგებობების აღდგენა-მოწყობას და სატუმბი სადგურის ტერიტორიის შემოღობვას.

შიდა ქართლში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომლის განხორციელების შემდეგ დამატებით 3 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 1 840 ჰექტარზე გაუმჯობესდება",- აცხადებენ მელიორაციის სამსახურში

Read 519 times Last modified on Last modified on მაისი 30 2019