Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 30 მაისი 2019 14:49

მაკრახიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: ყველაფერი "გაიასნებული" იყო, რაღა კომისიაზეა საუბარი

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მისი აზრით, პარლამენტს სხვა უამრავი საქმე აქვს და სპეციალური კომისიის შექმნა პარლამენტში არაეფექტური იქნება.

"რაღა კომისია უნდა შეიქნას, იყო პარლამენტში წარმომადგენელი, დახურულ ფორმატში განვიხილეთ ეს თემა, ყველაფერი "გაიასნებული" იყო და ყველაფერზე კომისიას ხომ არ შევქმნით პარლამენტში. არსებობენ საგამოძიებო უწყებები და მათი საქმეა ეს ჩემი აზრით", -აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატია. მმართველი პარტიის წევრთა დიდმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

Read 1217 times