გორის "დილა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება

მაისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საფეხბურთო კლუბი "დილა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გორელებს ზედიზედ სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. რაც შეეხება "დინამოს", თბილისურმა გუნდმა წინა თამაშებში "რუსთავი" და "ტორპედო" დაამარცხა.

თბილისის "დინამო" და გორის "დილა" ერთმანეთისთვის უხერხული მეტოქეები არიან. მათ თითქმის ყველა შეხვედრას თან სდევდა დაძაბულობა გულშემატკივრების მხრიდან. გასულ წელს "დინამოს" გულშემატკივრებმა "დილას" სტადიონზე სკამები დაამტვრიეს.

"დილას" და "დინამოს" დაპირისპირება 1 ივნისს შედგება.

Read 262 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი