მაგისტრალის 315 კვ მეტრს კერძო მესაკუთრე ჰყავს

მარტი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

315 კვ მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ავტომაგისტრალზე მდებარეობს, მოქალაქე ირაკლი მაჭარაშვილს ეკუთვნის. მფლობელი ხელისუფლებას იგივე მასშტაბის ფართის გამოყოფას გორის მუნიციპალიტეტში სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაჭარაშვილი ნაკვეთის შემოსაზღვრას აპირებს, რითიც მაგისტრალი გადაიკეტება. 


ამ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

საქმის გარემოების მიხედვით, მაჭარაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი(315კვ.მ) ფარავს გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალის ნაწილს. ირაკლი მაჭარაშვილი მისი საკუთრების გაცვლას კონკრეტულ მიწის ფართში (ს/კ 66.46.26.042) ითხოვს.მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაშია. საკრებულო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, მაჭარაშვილს სახელმწიფო ფართს გადაუცვლის. 

საკითხი საბოლოოდ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება და აღსრულებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.

Read 2256 times Last modified on Last modified on მარტი 02 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი