Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 02 მარტი 2018 14:42

გორიჯვრის ეკლესიის ასასვლელს ვაჟა აბრამიშვილის სახელი მიენიჭება

Rate this item
(0 votes)

გორიჯვრის ეკლესიის ასასვლელს ვაჟა აბრამიშვილის სახელი მიენიჭება. გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს. ინიციატივა გორის მერს ეკუთვნის.


ვაჟა აბრამიშვილი გორის ყოფილი რაიკომის მდივანი იყო. მის საქმიანობას გორიჯვრის ეკლესიის აღდგენა უკავშრდება. 1920 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ეკლესია თითქმის მთლიანად დაანგრია.

გორიჯვრის ასასვლელს აბრამიშვილის სახელს საკრებულო გამონაკლისის სახით მიანიჭებს - მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. აბრამიშვილის გარდაცვალებიდან კი ერთი წელია გასული.

Read 2382 times Last modified on პარასკევი, 02 მარტი 2018 23:37