ბორის გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით დარეგისტრირებულ ა(ა)იპ - ს სპორტის სააგენტოს უერთებენ

მაისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლე, რომელის ხელმძღვანელი შიდა ქართლის ძიუდოს ყოფილი ხელმძღვანელი ბორის გოგიჩაიშვილია, ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს უერთდება.

ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. მუნიციპალური ორგანიზაცია, რომელიც სპორტის სასახლის ჯერ კიდევ უფუნქციო ობიექტის მართვისთვის მერიამ მომავალ წელს დაარეგისტრირა, ერთი წლის შემდეგ მისი ცალკე ა(ა)იპ-ად არსებობა მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა. სპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი პურიჭამიაშვილმა აღნიშნული საკითხის შესახებ "მოზაიკასგან" შეიტყო. შესაბამისად გადაწყვეტილების საფუძველი და მიზეზები მისთვის უცნობი იყო. მერიის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ ორი ა(ა)იპ - ის გაერთიანება სპორტის სასახლის გახსნის გაჭიანურებამ განაპირობა.

"ორი სპორტული ა(ა)იპ- ის არსებობა არ იყო საჭირო. მუნიციპალიტეტი აღნიშნული ობიექტის გადაცემას ელოდებოდა სპორტის სამინისტროსგან თვითმმართველობის ბალანსზე. არ ვიცით, როდის გახსნიან. დამოუკიდებლად ამ ა(ა)იპ - ის არსებობას აზრი არ აქვს. მერე როცა ფუნქციონირებას დაიწყებს ეს ობიექტი, არსებული რეალობა როგორც მოითხოვს, ისე მოიქცევა მერია. ბიუჯეტის და ხელმძღვანელის საკითხსაც მერე განვიხილავთ. თანხებზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. სააგენტოს დაევალება მისი დაფინანსება თუ მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებენ პრესსამსახურში.

გორის სპორტის სასახლე, რისთვისაც გასულ წელს ახალი ა(ა)იპ შეიქმნა 2017 წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. მიზეზად კი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა.

თავის მხრივ "ბეჰლემ ინდუსტრი" აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაობს და მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის. გუბერნატორი კი ობიექტის გახსნას წლის ბოლომდე ვარაუდობს.

Read 623 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი