დაღუპული სამხედროების შვილებს მინისტრმა თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.

ივნისი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მხიარული სტარტების მონაწილე გუნდებს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გულშემატკივრობდნენ.

სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მედლები წარწერით – „მამის მეგობრისგან“ გადასცა. ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იუნკერებმა ბავშვები ბურთებითა და ბადმინტონებით დაასაჩუქრეს.

მხიარული სტარტების შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილები სამხედროებთან ერთად სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ. მათ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს სიმულაციურ ცენტრში, გაისეირნეს კვადროციკლებით, დაესწრნენ ვირტუალური ბრძოლის სცენებს, ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი და პეინტბოლი.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს პროექტის – „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში გაიმართა

Read 274 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი