Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 03 ივნისი 2019 11:35

გარეჯვრის სკოლის პედაგოგს მოსწავლის შეურაცხყოფისთვის საყვედური გამოუცხადეს

Rate this item
(0 votes)

​გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვრის სკოლის მასწავლებელს, მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასწავლებელმა 4 მოსწავლე ჯოხით სცემა. ამის შესახებ, რადიო "მოზაიკა" წერდა.

ამავე თემაზე: სცემეს თუ არა გარეჯვრის სკოლაში მოსწავლეები - ფაქტის მოკვლევა დაიწყო

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა ბავშვების ცემის ფაქტი ვერ დაადგინა.

"ბავშვების ცემის ფაქტი ვერ დადგინდა, თუმცა გამოვლინდა ბავშვებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, რაზეც კომიტეტმა მასწავლებელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

 

Read 961 times Last modified on ორშაბათი, 03 ივნისი 2019 12:06