გორის "დილა" თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა

ივნისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საფეხბურთო კლუბი "დილა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. მაყურებლემა 5 გატანილი გოლი იხილეა.

გორის "დილა" პრინციპულ მეტოქესთან 2 - 3 დამარცხდა. ანგარიში შენგელიამ მე - 5 წუთზე გახსნა და "დინამო" დააწინაურა.

გორელებმა სხვაობა 13 წუთში აღადგინეს. თავი კოუგბენიამ გამოიჩინა.

ამის მიუხედავად, თბილისელებმა გორელთა კარში პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლის გატანა შეძლეს. შენგელიამ დუბლი შეასრულა. ერთი კოლი კი აბდელ მედიუბმა გაიტანა.

გორის დილამ სხვაობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეამცირა. ნიკოლეიშვილის პასით ფელიპე პეიმმა ანგარიში 2 - 3 გახადა.

ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. 

ამ მატჩის შემდეგ "დილამ" მოუგებელი სერია ოთხამდე გაზარდა. გუნდს 17 ჩატარებული ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე - 8 ადგილზე იმყოფება.

Read 333 times Last modified on Last modified on ივნისი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი