გორის მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა

ივნისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ახალმა უფროსმა თანამდებობაზე ყოფნისას პირველი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ის მსუბუქი ავტომობილის LAND ROVER DISCOVERY V8 - ს მფლობელია, რომელიც 2018 წელს 4000$ შეიძინა.

ალექსანდრე თარხნიშვილმა ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მარტში, თემურ მანველიშვილი ჩაანაცვლა, მანამდე კი აღნიშნული სამსახურის ერთ - ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, საიდანაც მისმა წლიურმა შემოსავალმა 12 192 ლარი შეადგინა. ის გორის მერმა ე.წ დახურული კონკურსის წესით შეარჩია. 

"მე ამ სამსახურში მანამდე განყოფილების უფროსად ვმუშაობდი, მიზეზი, რის გამოც მერმა დამაწინაურა, ჩემი გამოცდილებაა , რადგან ამ კონკურსში მე ვიყავი საუკეთესო კანდიდატი", - ამბობს ალექსანდრე თარხნიშვილი.

ხელფასთან ერთად თარხნიშვილის ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა შემოსავალიც აქვს. მისი მეუღლის, თეონა თვაურის ხელფასი, გორის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან, 8 128 ლარით განისაზღვრა.

Read 937 times Last modified on Last modified on ივნისი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი