Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 03 ივნისი 2019 15:33

ატენის სიონთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

Rate this item
(0 votes)

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სიონის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. 

აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მთავრობამ, “საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის“ ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსებით უნდა განახორციელოს, რისთვისაც 1 131 463 ლარია გათვალისწინებული. 

ტენდერში წინადადებების მიღება 24 ივნისს იწყება, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 180 კალენდარულ დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

Read 3408 times