Back to Top
პარასკევი, 02 მარტი 2018 20:31

ინალ ტეხოვი: ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არაა

Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა, - განაცხადა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა.  ინალ ტეხოვის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გვამი 22-23 თებერვალს შეისწავლა:

„რაიმე სისხლჩაქცევა, შინაგანი ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანებები არ აღმოჩენილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლებიც მთელი იყო“.

 

ინალ ტეხოვმა დააზუსტა, რომ გულის შესწავლისას გამოვლინდა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ნიშნები.

ტეხოვმა აგრეთვე თქვა, რომ გვამის შესწავლისას აღმოჩენილია სისხლნაჟღენთები და დაბეჟილობა ზედა კიდურების, ქვედა კიდურებისა და ზურის არეში. მისი განცხადებით, ყველა მოქმედება, აგრეთვე გარდაცვლილის სხეულის მდგომარეობა გადაღებულია ფოტოაპარატით.

Read 1684 times Last modified on პარასკევი, 02 მარტი 2018 23:19