Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 04 ივნისი 2019 10:55

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვნებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 63 ადამიანი გაასამართლეს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. საზღვრის დარღვევის მონაცემები გამოაქვეყნა.

დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის აპრილში ე.წ. საზღვარი 63 - ჯერ გადაკვეთეს უკანონოდ.

"საზღვრის დამრღვევებიდან 34 პირი დაჯარიმდა, 20 გააფრთხილეს, 5 მათგანს ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს, ხოლო 3 გააძევეს დე ფაქტო რესპუბლიკიდან", - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ჯარიმის სახით შემოსულმა თანხამ 126 000 რუბლი შეადგინა.

Read 771 times Last modified on სამშაბათი, 04 ივნისი 2019 11:00