წლის საუკეთესო მასწავლებლად ხიდისთავის სკოლის პედაგოგი დასახელდა

ივნისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონკურსში “წლის საუკეთესო მასწავლებელი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა, თეა ნონიკაშვილმა გაიმარჯვა. 

2019 წლის ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის კონკური, მასწავლებელთა პროფესიოლი განვითარების ეროვნულ ცენტრში, 3 ივნისს ჩატარდა, სადაც ყველა საგანში თითო საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა, მათ შორის ხიდისთავის სკოლის პედაგოგი, თეა ნონიკაშვილია. 

“ ჩვენ შევავსეთ სააპლიკაციო ფორმა კონკურში მონაწილეობისთვის, შემდეგ უკვე სკოლაში გვეწვია ჟიური და გაკვეთილს დაესწრნენ. ასევე შეაფასეს ჩვენი ელექტრონულო ფორტფოლიო. მომდევნო ეტაპი იყო საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა. ჩემთვის ნამდვილად მოულნელი იყო ეს და ძალიან ბედნიერი ვარ“, - გვითხრა თეა ნონიკაშვილმა. 

თეა ამბობს, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობა ადრეც მიიღო და ეს წარმატება წინა წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ მოუტანა. 

“2017 წელსაც მივიღე მონაწილეობა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში და მაშინ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი, ასევე 2014 წელს მივიღე მონაწილეობა და 250 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოვხვდი. მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმზე გავემგზავრე ესპანეთში, ბარსელონაში“, - ამბობს თეა ნონიკაშვილი. 

კონკურსს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს.

Read 1290 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი