ხიდისთავის სკოლაში პროექტის “გახდი აღმომჩენი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

ივნისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავის საჯარო სკოლაში პროექტის, “გახდი აღმომჩენი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე სოფლის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.

აღნიშნული პროექტი “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხელშეწყობით განხორციელდა.

კოალიცია განათლების ხელშეწყობა ყველასათვის - საქართველო“ მოგვცა შანსი, რომ საუკეთესო ათეულის მასწავლებლებს გაგვეკეთებინა სკოლებში გრანდიოზული პროექტები. ჩემს მიერ დაწერილი პროექტი “გახდი აღმომჩენი“ საგრანტო კონკურში მოიწონეს და ხვალ გვაქვს შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ატენის, ქვახვრელის, უფლისციხის და ასევე ე.წ საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეები“, - გვითხრა თეა ნონიკაშვილმა, ხიდისთავის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა.

Read 275 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი