საჭესთან არც ვიყავი, პატრულმა ისე დამაჯარიმა - დავა გორის სასამართლოში გრძელდება

ივნისი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მკვიდრი, მ. მ. მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მართვის მოწმობა უსაფუძვლოდ ჩამოართვეს. პატრულის გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივრის მიხედვით, დაჯარიმების მომენტში, ის მანქანის საჭესთან არ იჯდა.

თითქმის ერთსაათიან ჩანაწერში, რომელიც პატრულ - ინსპექტორის სამხრე კამერამ გადაიღო, მოქალაქე ცდილობს პატრულს აუხსნას, რომ მანქანას, რომელიც მისი საკუთრება იყო, არა თვითონ, არამედ სხვა პიროვნება მართავდა. პატრულის კითხვაზე, თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება, მ. მ. - მ პასუხი ვერ გასცა.

სასამართლო სხდომაზე ის პატრულ - ინსპექტორები დაკითხეს, რომლებმაც მ. მ. - ს მართვის მოწმობა ჩამოართვეს. მათ მათი თქმით, დაინახეს, თუ როგორ გადმოდიოდა მანქანიდან აღნიშნული პიროვნება და წასვლას ცდილობდა.

"დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც დავინახეთ მანქანა, რომელმაც მკვეთრად გადაუხვია სოფელ ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გავყევით მანქანას და ვანიშნეთ, რომ შეჩერებულიყო. როდესაც მივედით ახლოს, მანქანა უკვე გაჩერებული იყო და მძღოლი, მ. მ. გადმოდიოდა მანქანიდან. 

მას ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. შემოწმებაზე მან უარი განაცხადა და გვითხრა, რომ მის საკუთარ მანანას არა თავად, არამედ სხვა პიროვნება მართავდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა არავინ იმყოფებოდა. ვერც მან დაასახელა პიროვნება, თუ ვინ მართავდა მანქანას ან საერთოდ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე", - თქვა პატრულ - ინსპექტორმა სასამართლო სხდომაზე.

ორივე პატრულ - ინსპექტორმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მათ დაახლოებით 15 მეტრი მანძილის დაშორებიდან დაინახეს მანქანიდან გადმომავალი მ.მ, რომელმაც მანქანა დაქოქილი მიატოვა.

სასამართლო სხდომა 14 ივლისისთვის გადაიდო. შემდეგ სხდომაზე დაცვის მხარემ უნდა დაკითხოს პიროვნება, რომელიც მ. მ. - ს მანქანაში იმყოფებოდა და პატრულის მტკიცებით, მანქანის შეჩერებისა და მძღოლის დაჯარიმების პროცესისას ეძინა.

Read 628 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი