"დილით ოკუპირებული და საღამოს გათავისუფლებული ნაკვეთი" - მოქალაქემ საჯარო რეესტრს დავა მოუგო

ივნისი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის საჩივარი და სოფელ დიცში, უწყებას გამყოფ ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დაავალა. დიცის მკვიდრი ილია ბერუაშვილი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას წლებია ითხოვს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მკვიდრმა, ილია ბერუაშვილმა საჯარო რეესტრს 1 ჰექტარი მიწის ფართის რეგისტრაციის მოთხოვნით რამდენიმე წლის წინ მიმართა. საჯარო რეესტრში მიიჩნიეს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციასაც ბერუაშვილი ითხოვდა, ოკუპირებული იყო და შესაბამისად, უარი უთხრეს.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ბერუაშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა. გორის რაიონულმა სასამართლომ საჯარო რეესტრის არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია და უწყებას ნაკვეთის რეგისტრაცია დაავალა.

დავა კიდევ ერთ ინსტანციაში გაგრძელდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა სააპელაციოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის არგუმენტები. 

"ოკუპანტებისთვის გამოგლეჯილი მიწის ნაკვეთი არ მიიჩნია სასამართლომ ოკუპირებულად. არ ყოფილა შეუძლებელი "დილით ოკუპირებულ და საღამოს გათავისუფლებულ" (რეესტრის არგუმენტი იყო ერთ-ერთი) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება/აღდგენა. ყოველ განთავისუფლებულ კვადრატულ მეტრზე, ყოველწამიერად უნდა ვიყოთ მზად აღვადგინოთ და გავავრცელოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი", - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი, რომელიც სასამართლოში ილია ბერუაშვილის ინტერესებს იცავს.

Read 540 times Last modified on Last modified on ივნისი 07 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი