ზაფხულის არდადეგებზე გორში მე-4, მე-9 და მე-14 ბაღები იმუშავებენ

ივნისი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საზაფხულო არდადეგებზე გორში სამი მორიგე ბაღი იმუშავებს", - - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს.

ა(ა)იპ-  ის ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების ტარების მსურველმა მშობლებმა სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ.

"ვისაც სურს რომ ატაროს ბავშვი საზაფხულო ბაღში, ამისთვის საჭიროა მისი განცხადება დაფიქსირდეს ჩვენ სააგენტოში. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმშიც, ჩვენ საიტზე მითითებულ ველზე "საზაფხულო ბაღების ჩარიცხვა" გადასვლისას. ვფიქრობთ, აღსაზრდელთა რაოდენობა საზაფხულო ბაღებში შეზღუდული არ იქნება და მე-4, მე-9 და მე-14 ბაღები მათ შეფერხების გარეშე მოემსახურება", - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პერიოდს სკოლამდელი აღზრდის სააგენტო 20 ივნისს გამოაცხადებს. დანარჩენ ბაღებში კი არდადეგები 26 ივლისიდან დაიწყება.

Read 872 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი