Back to Top
შაბათი, 08 ივნისი 2019 16:46

გორელ პედაგოგებს წილხვდომილობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ნაწილი ლექციას წილხვდომილობის შესახებ დაესწრო.

შეხვედრა გორის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატრადა. წილხვდომილობის ისტორიაზე დამსწრე პედაგოგებს ეკა კვაჭანტირაზე ესაუბრა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, ლექციას ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგოები ესწრებოდნენ. 

"შერჩევა არ მომხდარა, ინფორმაცია მივაწოდეთ სკოლებს და ვინც სურვილი გამოთქვა ის დაესწრო", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი. 

მთელი დღის განმავლობაში, სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით პედაგოგების ნაწილს აღნიშნულ ლექციაზე დასწრება დაავალეს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს და განსახილველი თემის შესახებ არაფერი იცოდნენ. რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ ლექციასთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლებისთვის არ დაუმალავთ. 

მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა, თუმცა განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ლექციები  უწყების პროექტს არ წარმოადგენს

Read 934 times Last modified on შაბათი, 08 ივნისი 2019 22:47