Back to Top
შაბათი, 08 ივნისი 2019 23:03

გორში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა

Rate this item
(0 votes)

ძლიერი წვიმის შედეგად გორში რამდენიმე სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი შევიდა კვერნაქის დასახლებაში და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებში.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური ტექნიკით ისინი წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.

ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა ქუჩები. სამანქანო მოძრაობა გართულებული იყო ტინისხიდის და წმინდაწყლის ტერიტორიებზე.

Read 945 times