ჟურნალისტი გორელ პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

ივნისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გორის პოლიციის თანამშროლებს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

საბა წიწიკაშვილის თქმით, გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მას პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცეს და ხელშეშლის მიზნით, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"ბეჭებში ჩამარტყეს, ცდილობდნენ, ტელეფონი წაერთმიათ, რომლითაც ფოტოს გადაღებას ვცდილობდი. მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, მაინც მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ცდილობდნენ დანაშაულის დამალვას - კერძოდ, არ სურდათ, რომ პოლიციის ამობრუნებული მანქანა დამეფიქსირებინა", - უყვება რადიო "მოზაიკას" წიწიკაშვილი.

მისი თქმით, მას პოლიციის თანამშრომლები ღამით, სამი საათისთვის დაუპირისპირდნენ.

"შემთხვევა ავტობანზე მოხდა. დავინახე, რომ პოლიციის მანქანა იყო ამობრუნებული. ფაქტის გადაღება მინდოდა, მაგრამ ადგილზე მყოფი პოლიციელები ცდილობდნენ, ამის გაკეთების საშუალება არ მოეცათ. მათ იძულებით დამატოვების ტერიტორია და მომიწია, ავტობანის მეორე მხარეს გადასვლა და იქიდან გადაღება. მაქვს ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მიშლიან და როგორ მაყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელები", - გვიყვება ჟურნალისტი.

მისი თქმით, ის აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას. ჟურნალისტი ითხოვს იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 

 

Read 448 times Last modified on Last modified on ივნისი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი