Print this page

კარბელ რაჟდენ კაპანაძეს აგროდაზღვევა 20 700 ლარს აუნაზღაურებს

ივნისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მცხოვრები რაჟდენ კაპანაძე ერთ-ერთია იმ ბენეფიციარებიდან, რომელმაც მოსავალი დააზღვია და შესაბამისად, სეტყვისგან მიყენებული ზარალიც ანაზღაურდება. მას მოსავლის 100% გაუნადგურდა.


სადაზღვევო კომპანია „ევროინსი“ კაპანაძეს 20,700 ლარს აუნაზღაურებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 1ჰა ფართობის დაზღვევისთვის 600 ლარი შეადგინა.

კაპანაძესთან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, სადაზღვევო კომპანიის დირექტორთან ერთად, იმყოფებოდნენ. მათ სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერეს.

ამავე თემაზე: შიდა ქართლში 700-ზე მეტ ფერმერს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს

Read 1518 times