"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. არჩევნებში პარტია "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს

ივნისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარტია "ერთიანი ოსეთი" ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ბელა პლიევას განცხადებით, ხმების 60% დათვლის შემდეგ "ერთიან ოსეთს" ამომრჩეველთა 37% - მა დაუჭრა მხარი.

მისივე თქმით, "ხალხის პარტიას" აქვს 23.47%, ხოლო "ნიხასს" 17.56 %

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” გუშინ ე.წ პარლამენტის მეშვიდე მოწვევის არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცესი 77 უბანსა და 17 ოლქში მიმდინარეობდა. 73 უბანი ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო გახსნილი, 1 მოსკოვში, 2 ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ე.წ საკონსულოს ტერიტორიაზე, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ დეპუტატის პოსტისთვის 188 კანდიდატი იბრძვის, აქედან 90 7 პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარდგენილი.

Read 355 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი