Back to Top
ორშაბათი, 10 ივნისი 2019 15:38

ბეთლემში ტრაფარეტებზე კვლავ სოფლის ძველი სახელი წერია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი კვლავ ძველი ტრაფარეტი დგას.

სოფელს სახელწოდება დაახლოებით 2 თვის წინ შეეცვალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტს კი ტრაფარეტი ამ დრომდე არ შეუცვლია.

"ტრაფარეტის შეცვლის თაობაზე მივმართე მერიას. მერიამ კი თავისი მხრივ მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. სავარაუდოდ, ძველი ტრაფარეტები ახლით მალე შეიცვლება", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ილია ოქროშიაშვილმა.

სოფელ ახალხიზას სახელწოდება 11 მარტს შეეცვალა. სოფელს მისი ისტორიული სახელი, ბეთლემი უწოდეს.

Read 461 times Last modified on ორშაბათი, 10 ივნისი 2019 15:58