რემონტის გამო გორის რამდენიმე საბავშვო ბაღი ისევ არ მუშაობს

ივნისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი კვლავ შეჩერებულია", - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს.

ლია კოვზიაშვილის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშოები 25 სოფელში ჩატარდა. ქალაქში 11 ბაღი გაარემონტეს ხოლო რაიონში - 14. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ საბავშვო ბაღში სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებით გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლა დროებით შეწყდა

"ზოგგან მოხდა ისე, რომ პარასკევს საღამოს რომ შევიდნენ რემონტის ჩასატარებლად, შაბათ - კვირა იმუშავეს და დასრულდა. ზოგგან 4 - 5 დღე დასჭირდა ამ პროცესს, ზოგგან - მთელი კვირა. სადაც მეტი საქმე იყო, მეტხანს გაგრძელდა. არის ბაღები, სადაც დღესაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამის გამო არ მუშაობენ.

მშენებელზეა დამოკიდებული როდის განახლდება ასეთ ბაღებში სასწავლო პროცესი. შედიოდნენ 2 - 3 ბაღში და ასეთი ინტენსივობით მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, სამზარეულო როცა რემონტშია, სასწავლო პროცესი აქ ვერანაირად ვერ იქნება", - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებით, გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლა დროებით, მაისის ბოლოს შეწყდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში მაშინ აცხადებდნენ, რომ ეს შეფერხება მაქსიმუმ ერთ კვირას გასტანდა.

Read 427 times Last modified on Last modified on ივნისი 10 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი