გორის მერია ქალაქში ფერად "ზებრებს" პირველად ხაზავს

ივნისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორში ზებრა გადასასვლელბი იხაზება.
ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გზები პლასტმასშერეული საღებავით იხაზება და გაცილებით დიდ ხანს ძლებს.
“ქუჩები იხაზება ცივი და თერმო პლასტით, რომელიც უფრო მდგრადია და დიდხანს სძლებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი. დაიხაზება ის ქუჩები, რომლებიც რეაბილიტაციას არ საჭიროებს და უკვე მოწესრიგებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზებრა გადასასვლელებთან ჩვენი კეთილმოწყობის სამსახური მოაწყობს პანდუსებს“, - გვითხრეს მერიაში.
გორის ქუჩებში წითელი ფერის ზებრა გადასასვლელები წელს პირველად გამოჩნდა.
Read 1026 times Last modified on Last modified on ივნისი 10 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი