Back to Top
ორშაბათი, 10 ივნისი 2019 17:29

გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება იგეგმება

Rate this item
(0 votes)
გორის ყოფილი ცირკის ტერიტორიზე ბორისი გოგიჩაიშვილი სასტუმროს აშენებას გეგმავს, - ამის შესახებ ის რადიო "მოზაიკას" თავად ესაუბრა.
მისი განმარტებით, პროექტის განხორციელებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ქონება ჯერ სახელმწიფოს გადაეცემა, შემდეგ კი მას დაუბრუნდება.
"ძალიან ბევრი სპორტული დაწესებულებაა ქალაქში, იმართება შეჯიბრებები, ჩამოდიან სტუმრები და ვფიქრობ, საჭიროა იყოს შესაბამისი სივრცე მათ დასარჩენად. ვფიქრობ, სასტუმრო იყოს 120-ნომრიანი, ასევე ვგეგმავ საკონფერენციო დარბაზის მოწყობასაც. რაც ქალაქს წაადგება. ამ კუთხით მერიასთან თანამშრომლობასაც არ გამოვრიცხავ", - აცხადებს ბორისი გოგიჩაიშვილი.
ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე საკონფერენციო დარბაზის მოწყობის იდეა 5 თვის წინ გორის მერიამაც გააჟღერა, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მხარდაჭერას ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდებოდა.
ბორისი გოგიჩაიშვილი პარალელურად ა(ა)იპ სპორტის სასახლის დირექტორია, რომელსაც გორის მერია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს უქვემდებარებს. ამ საკითხზე საკრებულო 14 ივნისისს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.
Read 2126 times