მაკრახიძე ოქრუაშვილის ახალ მოძრაობაზე: ღმერთმა ხელი მოუმართოს

ივნისი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს, რომელსაც "გამარჯვებული საქართველო" ერქმევა.

ოქრუაშვილის განცხადებით, ეს იქნება გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა, სადაც არ იქნება ერთპიროვენული ლიდერი და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური საბჭო მიიღებს.

აღნიშნულ ინფორმაციას დღეს გორის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა, იოსებ მაკრახიძე ირაკლი ოქრუაშვილს 2016 წელს ახსენებს, რა დროსაც ის გორის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში მისი ოპონენტი იყო.

"ყველა თავისებურად ბრძოლობს ამ ქვეყანაში, ამდენხანს ვერაფერი გააკეთა და ახლა რისი იმედი აქვს, მე არ ვიცი. თუ ყავს იმდენი გაბრაზებული ხალხი, როგორც ამას თავად ამბობს, რომ რამე შეცვალოს, მე ვერ გეტყვით, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ კი გვახსოვს ყველას რა მხარდაჭერაც მოიპოვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

ირაკლი ოქრუაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, რის შედეგადაც მან მესამე ადგილი მოიპოვა და პირველივე ტურში დამარცხდა.

2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით, იოსებ მაკრახიძე ლიდერობდა დაახლოებით 34%-ით, მეორე ადგილზე იყო ირაკლი ალასანია 19.38 %-ით, მესამეზე კი ირაკლი ოქრუაშვილი - 17.33 %-ით გავიდა.

Read 1814 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი