Back to Top
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 13:45

ადამიანი, რომელმაც 33 წლის მამაკაცი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა

Rate this item
(0 votes)


გუშინ 33 წლის მამაკაცი მტკვარში დახრჩობას მდინარის სანაპიროზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გადაარჩინა.

მამაკაცი წყლიდან გიორგი ინდუაშვილმა ამოიყვანა.

"მამაკაცი წყალში იყო ჩავარდნილი და დინებას მიყავდა. ეს ბიჭი ნაპირ-ნაპირ მისდევდა და ცდილობდა, ნაპირთან მიახლოებისას ჩაჭიდებოდა. მერე მაშველები და პოლიციაც მოვიდა, თუმცა ის რომ არა, არ ვიცით, რა მოხდებოდა", - ჰყვებიან თვითმხილველები.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, წყალში ჩავარდნილი მამაკაცი გიორგიმ აივნიდან შეამჩნია.

გადარჩენილი მამაკაცი ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

Read 3216 times Last modified on ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 13:53