ქართულ - ოსურ ურთიერთობებზე გორში დისკუსია გაიმართება

ივნისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი” (ISNC) 18 ივნისს 15:00-ზე, ჩიტაძის ქ. N3-ში, არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრთან“ თანამშრომლობით მართავს დისკუსიას თემაზე: „ქართულ - ოსური ურთიერთობები: "წარსული დღევანდელი გადასახედიდან“.

მომხსენებელთა შორის არის შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი.

დისკუსია პროექტის “ქართულ - ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989-2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის (EUMM) ფინანსური მხარდაჭერით.

Read 240 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი