ოთარ კვირიკაშვილი მოძრაობა "გამარჯვებულ საქართველოს" ერთ - ერთი სახე იქნება

ივნისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოთარ კვირიკაშვილი პოლიტიკურ მოძრაობას "გამარჯვებული საქართველო" შეუერთდა.

მისი თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც ხელისუფლებას არასდროს გაურიგდება

"არის რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შევუერთდი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდს. პირველი: ეს არის გუნდი, რომელიც არასდროს შევა ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში და ბოლომდე იბრძოლებს მის წინააღმდეგ. მეორე: დღეს, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ველზე ოპოზიცია არის მკვდარი და არ არიან სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც რეალობას შეცვლიან და მესამე: დღეს საქართველოში არის შექმნილი უმძიმესი სიტუაცია სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით", - ამბობს ოთარ კვირიკაშვილი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის, "გამარჯვებული საქართველო" პრეზენტაცია გუშინ გამართა.

გუნდის წევრები არიან:

  • კოტე კემულარია – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • გურამ ჩალაგაშვილი – სემეკის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ვალერი გელბახიანი – პოლიტიკოსი, იურისტი;
  • გუბაზ სანიკიძე – ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი;
  • ნიკა რამიშვილი (დრუპი) – კომიკოსი;
  • მიშა კაჭკაჭიშვილი – პოლიტპარიმრის სტატუსით გათავისუფლებული.
  • ოთარ კვირიკაშვილი
  • კობა მახარაძე
  • კახა გოგიშვილი
  • გოგი ტუღუში
  • ლაშა კვარაცხელია
  • ანა რექვიაშვილი
  • ლელა ჯეჯელავა
  • გოჩა მამაცაშვილი
  • გურამ ნადირაძე
  • მაკა ნადირაძე
  • ომარ მეტრეველი
Read 692 times Last modified on Last modified on ივნისი 12 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი