გორის საბავშვო ბაღებში სენსორული ბილიკების და ქვიშის მოედნების მოწყობა იგეგმება

ივნისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საბავშვო ბაღებში სენსორული ბილიკების და ქვიშის მოედნების მოწყობა იგეგმება.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას“ გორის სკოლამდელი აღზრდის მართვის სააგენტოს მენეჯერმა, ლია კოვზიაშვილმა მიაწოდა.

როგორც ცნობილია, ლია კოვზიაშვილი და მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე, სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ იქაური სკოლამდელი განათლების პრინციპებს და დაათვალიერეს რამდენიმე ბაგა-ბაღი. სწორედ აღნიშნული ვიზიტის შემდეგ გაჩნდა საბავშვო ბაღებში სენსორული ბილიკების და ქვიშის მოედნების მოწყობის იდეა.

„პოლონეთში უამრავი სიახლე გავიგეთ. პირველ რიგში, რისი საშუალებაც გვექნება, იმას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე იგეგმება ქვიშის მოედნების მოწყობა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საზაფხულო ბაღებში გაკეთდება. ასევე ვგეგმავთ სენსორული ბილიკების მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელთა სენსორული და მოტორული ფუნქციების განვითარებას“, - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით კოვზიაშვილი და ბერიანიძე ბაღის დირექტორებს შეხვდნენ, რომელსაც ასევე გორის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

Read 1259 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი