Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 11:37

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ცეცხლი გაუხსნეს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრებს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს.

ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის ფეხბურთელების ნაწილსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ჩხუბი მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ჩხუბის მონაწილეების მიერ ფეხბურთის მატჩზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის წინააღმდეგ დადებული ფსონი გახდა. კონფლიქტის დროს ახალგაზრდა მამაკაცებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. სამართლდამცველებმა ჩხუბში მონაწილეები დააკავა.

Read 875 times Last modified on ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 12:09