Back to Top
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 12:09

მედოევი: მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა, საერთო არაფერი გვაქვს საქართველოსთან

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და მისი ნაწილი ვერ გახდება.

მედოევი  აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს იმ განცხადებებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩვნები არ აღიარეს.

„ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ჩვენ უკვე 30 წელია, გვესმის. მათ არ სურთ, დაიჯერონ, რომ 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და არანაირ გარემოებებში არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი. მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა“, – განაცხადა მედოევმა.

ჩვენ, როგორც ის ქარავანი, რომელიც თავისი გზით მიდის, ყურადღებას არ აქცევს გარშემო ხმაურს, გავაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნისკენ – დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

Read 1220 times