სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

ივნისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეიდან დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მოზაიკას“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.

„დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მშობელმა ან მეურვემ სკოლაში უნდა წარადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების/მეურვის პირადობის მოწმობის ასლები. ასევე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

Read 222 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი