გორში მაღაზია "მაგნიტიდან" რამდენიმე ათასი ლარი დაიკარგა
გორში მაღაზია "მაგნიტიდან" თანხის დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქონების მითვისების და გაფლანგვის მუხლით დაიწყო.
მაღაზია "მაგნიტის" წარმომადგენლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც დანაკლისი აღმოაჩინეს.
მომხდარს გორის პოლიცია იკვლევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.