1644-მა ოსმა და აფხაზმა მკურნალობა ქართულ საავადმყოფოებში გაიარა

მარტი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება.

ამის შესახებ ინფორმაცია civil.ge -მ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა. 


2017 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრები 507 პაციენტი, მათ შორის 57 ბავშვი დააფინანსა. დაფინანსდა აფხაზეთის მცხოვრები 1137 პაციენტი, მათ შორის 179 ბავშვი.


მთავრობის მიერ 2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საქართველოს კლინიკებში სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში მათ ტრანსპორტირებას.

Read 1033 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი