აჩაბეთელები ოკუპირებულ სოფელზე წიგნის გამოცემას გეგმავენ
"აჩაბეთი და აჩაბეთელები" - ასე ჰქვია 400 გვერდიან წიგნს, რომელსაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი საინიციატივო ჯგუფი დაბეჭდავს, - ამის შესახებ წიგნის ავტორმა ციცინო ბაბუძიძემ გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა.
ავტორის თქმით, ამ წიგნით მკითხველი აჩაბეთის ისტორიას გაეცნობა.
"სექტემბერში გამოვა ჩემი საავტორო წიგნი "აჩაბეთი და აჩაბეთელები". წიგნი ძირითადად სოფლის და მოსახლეობის ისტორიაზე იქნება. გამოცემა რიგი მიზეზების გამო ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ ჩემი მეგობრები ყველანაირად მეხმარებიან, რომ სექტემბერში დაიბეჭდოს. ახლა ისტორიების შეგროვების პროცესში ვართ. ვფიქრობ, არც ერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების მიღმა. ჩვენ სოფელზე ძალიან ცოტა ინფორმაცია ვიცით და სანამ შეგვიძლია წერა, ბურუსს მიღმა არაფერი არ უნდა დავტოვოთ ", - ამბობს ციცინო ბაბუციძე
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა