ქიწნისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი რეანიმაციაში რჩება

ივნისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავარიის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. ორი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 2 კი "გორმედის" კლინიკაში მკურნალობს.

“ერთ ქალბატონს ჰქონდა ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობა, წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია, ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შედარებით უკეთესადაა მამაკაცი, რომელიც მკურნალობას ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში აგრძელებს“, - გვითხრეს სამხედრო ჰოსპიტალში.

კიდევ ორი პაციენტი “გორმედის“ საავადმყოფოში რჩება. ერთ მათგანს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება, მეორე მათგანი კი რეანიმაციაშია.

“ორივე პაციენტი ჯერჯერობით რჩება ჩვენს კლინიკაში, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. მეორეს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს და დღეს ჩაუტარდება ოპერაცია“, - განაცხადეს “გორმედში.“

სოფელ ქიწნისსთან გუშინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული ქალი.

Read 550 times Last modified on Last modified on ივნისი 14 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი